წერეთლის გამზირზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მიმდინარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიები იკეტება, მოქალაქეები კი ადგილიდან გაჰყავთ.
სამართალდამცველებს ადგილიდან გაჰყავთ ის მოქალაქეებიც, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში არიან დასაქმებული.
ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმელები.
შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, პირმა მძევლად 9 ადამიანი აიყვანა.
იცილეთ ვიდეო, რა ხდება ადგილზე.