ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ამ ბრალდებების პირობებში სასჯელები არის ობიექტური”- შაქარაშვილის საქმის ადვოკატი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე საქმეზე 6 არასწრულწლოვანი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება.

როგორც მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს, ბრალდებულებისთვის შეფარდებული სასჯელი ობიექტურია.

“ამ ბრალდებების პირობებში სასჯელები არის ობიექტური! მოცემულ შემთხვევაში არ განიხილებოდა განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია, რომელზეც ცალკე მიმდინარეობს სასამართლო სხდომები და მოგვიწევს ლოდინ!”- წერს ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ექვსივე არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდათ. არასრულწლოვნებს პატიმრობის განსხვავებული ვადები განესაზღვრათ.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა ხოლო, 17 პირიდან 6 მათგანი არასწრულწლოვანი, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. გამოძიება ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

 

 

იტვირთბა....