ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსამართლემ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს საბოლოო განაჩენი გამოუტანა – სასჯელის ვადები ცნობილია

ცხეთის რაიონული სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა გაიმართა. მოსამართლემ დღეს საქმეზე ბრალდებულ არასწრულწლოვნებს საბოლოო განაჩენი გამოუტანა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ექვსივე არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდათ.

კერძოდ, ბრალდებულ არასრულწლოვნებს – ლ. შ.-ს, გ. მ.-ს და ნ. ც.-ს  თავისუფლების აღკვეთა 5 წელი და 3 თვე შეეფარდათ. ა. ქ.-სა და ზ.ხ.-ს – 6 წელი და 9 თვე პატიმრობა, ხოლო ნ. ქ.-ს– 3 წელი და 9 თვე.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა ხოლო, 17 პირიდან 6 მათგანი არასწრულწლოვანი, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. გამოძიება ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

 

იტვირთბა....