ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიცია მეორე ტურის დღეს დაგეგმილ აქციებს აუქმებს

ოპოზიცური პარტიები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს საპროტესტო აქციებს აუქმებენ. ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა “ლელოს ოფისში” მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს.

რა გახდა აქციების გაუქმების მიზეზი, ოპოზიციაში სუს-ის მიერ მოსალოდნელ პროვოკაციებს ასახელებენ.

ცნობისთვის, ხვალ, 21 მოემბერს საქართველოში მეორე ტური ჩატარდება. ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებენ და გეგმავდნენ, ამ დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციები გაემართათ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე,  ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში  შუამავალ ელჩებთან მოლაპარაკებები განსხვავებული ფორმატით გაიმართა.  აშსოს იელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერს ინდივიდუალურად შეხვდნენ.

 

იტვირთბა....