ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის მინისტმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის თავდაცვის მინისტმა დავიდ ტონოიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას  “არმენპრესი” ავცრელებს.

ტონოიანის მიერ თანამდებობის დატოვების ოფიციალური მიზეზი არაა ცნობილი და არც ოფიციალური განცხადება გავრცელებულა.

გამოცემის ინფორმაციით, ტონოიანს თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავარი მრჩეველი, ვაგარშაკ არუთუნიანი შეცვლის.

ტონოიანი მინისტრის თანამდებობაზე 2018 წლის 11 მაისს დაინიშნა. მანამდე ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

ცნობისთვის, 16 ნოემბერს თანამდებობა დატოვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმაც.

იტვირთბა....