ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

(ფოტო) 52 დღის წინ გატაცებული 7 წლის ბავშვი იპოვეს

რუსეთში, 52 დღის წინ გატაცებული 7 წლის ბავშვი იპოვეს. – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “MIrror” ავრცელებს.

როგორც აღნიშნული გამოცემა იუწყება თვენახევრის წინ დაკარგული ბავშვის კვალს ინტერნეტის დაფარულ ქსელებში – DarkNet-ში მიაგნეს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, თვენახევრის წინ 7 წლის ბიჭი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ის უცნობმა პირმა მანქანაში ძალით ჩასვა და გაიტაცა. ამ დროის განმავლობაში კი გამტაცებელს ბავშვი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი.

მიუხედავად იმის, რომ სამართალდამცავები და ბავშვის მშობლები 7 წლის მოზარდს ყველგან ეძებდნენ კვალს ვერ მიაგნეს. ამასთან, ბოლოს პოლიცია მიიჩნევდა, რომ ბავშვი მოკლეს.

მოგვიანებით კი გატაცებული ბავშვის კვალს დასავლეთის დაზვერვამ ინტერნეტის დაფარულ ქსელებში მიაგნო, რის შემდეგ ინტერპოლმა საერთაშორისო გამოძიების შედეგები რუსულ მხარე მიაწოდა.

რუსულმა სამართალდამცავებმა ინტერპოლის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე  სპეცოპერაცია ჩაატარა. ჩატარებული სპეცოპერაციის საფუძველზე პოლიციამ დაკარგულ ბავშვი იპოვა და ოჯახში დააბრუნა.

ამასთან, სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა 26 წლის გამტაცებელი დააკავეს. ფაქტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, გამოძიება გრძელდება.

აღსანიშნავია ისისც, რომ 7 წლის ბიჭს ფსიქოლოგიურ დახმარებას ამ დრომდე უწევენ. ოჯახის განცხადებით კი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იხ: ფოტო:

წყარო: “MIrror”

 

იტვირთბა....