ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რეკავენ თანამდებობების პირები, პოლიტიკოსები, მსახიობები” – როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

“თენგიზ ცერცვაძის მოკითხვისთვის რეკავს ყველა, თანამდებობის პირდებიდან დაწყებული ემიგრანტებით დამთავრებული,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი ბერიძემ  Report.geს განუცხადა.

მისივე თქმით, რაც თენგიზ ცერცვაძე კლინიკაში გადაიყვანეს, ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამრავი ადამიანი კითხულობს.

“ინტერესი ძალიან დიდია, მოსახლეობის, მედიის, ემიგრანტების მხრიდან. ყველა კითხულობს მის მდგომარეობას, საზოგადოების ყველა სფეროდან, სოციალური ფენიდან. რეკავენ თანამდებობების პირები, პოლიტიკოსები, მსახიობები და ასე შემდეგ”, – აცხადებს გიორგი ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც აღნიშნული კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....