სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.
ინფორმაცია სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ინსტაგრამზე გაავრცელა.
სერბეთის პატრიარქს ირინეოსის COVID-19-ის დიაგნოზი 4 ნოემბერს დაუსვეს. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური 90 წლის იყო.