მთავარი ციტატა

“ეპიდემიოლოგიურად ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, ახლა სად ვიმყოფებით”- კულუმბეგოვი

“ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის მართვა ძალიან გართულებულია, თუმცა, საბედნიეროდ, ქართული მედიცინა უმკლავდება იმას, რომ სახლში არავინ იღუპება და ღმერთმა გვაცილოს ამის ერთი პრცედენტიც კი, მე არ ვამბობ უეცარ სიკვდილზე და თრომბოემბოლიურ გართულებაზე, რომელიც ამ ვერაგ ვირუსს ახასიათებს და უსიმპტომო ადამიანსაც შეიძლება ეს დაემართოს. აქ ლაპარაკია სუნთქვითი აპარატების რაოდენობა რომ ამოგვეწუროს, როგორც ეს დასაწყისში ნიუ-იორკში და ლომბარდიაში – იტალიაში მოხდა. ვაი-ვაგლახით ამას ვუმკლავდებით, მაგრამ ეს ზღვარი ლიმიტირებულია, ეს ვერ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურად ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, ახლა სად ვიმყოფებით. თუ ეს პიკია და სადღაც იქნება სტაბილიზაცია და დაღმავლობისკენ წამოვალთ, შეიძლება ქვეყანამ მინიმალური შეზღუდვებით გაუძლოს.”

ბიძინა კულუმბეგოვი – იმუნოლოგ-ალერგოლოგი

“პალიტრანიუსი”

იტვირთბა....