ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გააგდეთ ეს მექანიკური რობოტი პეპერი, ტიკარაძე” – კილაძე კორონავირუსით ინფიცერების გაზრდასთან დაკავშირებით

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცერების გაზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“მეტრონომი” რედაქტორის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“სრულიად უმართავია კოვიდ პანდემიის დინამიკა! ადამიანები დაგვიანებული დიაგნოზის და საწოლ ფონდის არარსებობის გამო იღუპებიან!

რა გაძინებთ ღამე, რააა!

გააგდეთ ეს მექანიკური რობოტი პეპერი, ტიკარაძე, შექმენით სპეციალური ქოლ ცენტრი, ადამიანური რესურსი თუ არ გყოფნით, მოხალისეებად ვიმუშავებთ უხელფასოდ, შექმენით ექიმთა ბაზა, რომელთაც დისტანციური მართვა შეეძლება ვირუსის, მოაწყვეთ საველე ჰოსპიტალები,შექმენით ინტერნეტპლათფორმა-შეეკითხე ექიმს და დასვით მორიგე ექიმები!

და კიდევ ათასი რამ, რასაც ნორმალური მენეჯერი რამდენიმე დღეში ააწყობს!

საქართველოს მთავრობა რა დროს არჩევნები,პოლიტიკა და მეორე ტურებია, ადამიანის სიცოცხლეა უმთავრესი!” – წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში, კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.

იტვირთბა....