საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 894-ს შეადგენს.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 3 768 შემთხვევა, 4055 პაციენტი გამოჯანმრთელდა.