ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თითქოს რესტორანში სუფრებს ვუშლი ქართული ოცნების მხარდამჭერებს – ეს არის მორიგი ტყუილი და ცილისწამება” – ლევან კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სხვადასხვა ტელევიზიებში, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები ეხმიანება.

როგორც კობიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

„განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რამდენიმე ტელეარხის საშუალებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია ჩემსა და ჩემი საქმიანობის შესახებ.

ჩემთვის, მიუღებელია ის ძალიან სუსტი, შეთითხნილი და ზოგ შემთხვევაში სასაცილო ბრალდებები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მესმის ტელეარხებიდან.

აღნიშნული ერთადერთ რამეს, მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას ემსახურება.

წარმოუდგენელია ასეთი დოზით დეზინფორმაციის გავრცელება!

ახლა ვუყურე ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასულ სიუჟეტს ჩემ შესახებ, თითქოს რესტორანში სუფრებს ვუშლი ქართული ოცნების მხარდამჭერებს.

ეს არის მორიგი ტყუილი, ცილისწამება და არცერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს. სამარცხვინოა!“ – წერს კობიაშვილი.

იტვირთბა....