„კახა კალაძის განცხადების ზოგად პათოსს, რომ კრიზისიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, ვეთანხმები. ეროვნული ამოცანაა ეს, მართლა იმდენი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში. თუმცა, ამ წუთის მდგომარეობით, არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ – გვერდით გამოქვეყნებული შედეგებით, ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს“.
ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩის“ ლიდერი
„პალიტრანიუსის“ ეთერი
ინფორმაციისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს მიმართა:
„მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს – ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ“,- ნათქვამია კალაძის განცხადებაში.