ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ლევან რატიანი: რესურსი არ გაგვაჩნია, უნდა ვიფიქროთ მკაცრ ჩაკეტვაზე

„უნდა ვიფიქროთ ჩაკეტვაზე“, – ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა „კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ცხოვრებაში სიცოცხლეა, ამიტომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს.

კორონავირუსის ჯაჭვის წყვეტის ერთადერთი გზა არის მკაცრი ჩაკეტვა. ტერორში ჰყავს დღეს კორონას მთელი სამყარო. ფსიქოლოგიური ტერორი, რომ ავიცილოთ თავიდან ადამიანებს დადებითი განწყობა უნდა შევუნარჩუნოთ. დამეთანხმებიან, თუ არა სხვები არ ვიცი, მაგრამ როდესაც რესურსი არ გაგაჩნია, უნდა ვიფიქროთ მკაცრ ჩაკეტვაზე“. – განაცხადა ლევან რატიანმა.

იტვირთბა....