ახალი ამბები მთავარი

“ანზორ მელიაც გაფრთხილდება, ამის შემდეგ ეცოდინება…” – თაკო ჩარკვიანის მიმართვა ანზორ მელიას

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მამას, კარდიოლოგ ანზორ მელიას მიმართავს:

“ჩემო ანზორ მელია ძვირფასო! ნიკა მელიას ქურთუკმა გამახსენა ( 3 წელი რომ დეპუტატი იყო, იმ ნიკას ქურთუკმა) ჰოდა ამ ქურთუკზე ატეხილმა “ამბავმა” გამახსენა და შიშით ჩემს ტანსაცმელს შევავლე თვალი კარადაში, “ბრენდული” ხომ არ შემომეპარა, ( არა ,არ გვაქვს ოჯახს ბიუჯეტიდან ხელფასი და არც არასდროს გვქონია მაგრამ) რა იცი რას არ გაიგებს კაცი ბოლო დროს…..უცებ ჩემს მეუღლეს ( შიშით)პიჯაკზე “ ბრენდის ნიშანი” მოვუსინჯე, ახლა ირმასთანაც დავრეკავ ავსტრიაში , სიცივეა ვენაში და ქურთუკს თუ იყიდის ემანდ , რაიმე კარგი ხარისხის არ იყიდოს , არ დაგვღუპოს ოჯახი , რადგან ბრენდული საქართველოში მხოლოდ ბიუჯეტის ქურდებს, კორუფციონერებს და რუსი ფეოდალის ივანიშვილის მომხრეებს უნდა და შეიძლება , რომ ეცვათ, ჰოდა რა ვიცი არ ვართ მომხრეები , მოწინააღმდეგეები ვართ და ამიტომ გავაფრთხილებ შვილს! ანზორ მელიაც გაფრთხილდება , ამის შემდეგ ეცოდინება, რომ რადგან მთელი ცხოვრება ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს და ბიუჯეტშიც ფული იქით შეაქვს ,ოჯახში “ ბრენდული” “ კურტკა” თუ აღმოაჩნდა ვინმეს არამც და არამც არ ჩაიცვან , გადამალონ, აკი გითხარით მხოლოდ ბიძინას მომხრე კორუფციონერებს შეუძლიათ, ვისაც ბიუჯეტის ფული შესდით სახლში უშრომველად!!!!!!! ვაი ჩვენს პატრონს , მაინც რომ მაგრად მიყვარხარ, ჩემო “ დაბრენდილო და დაბრედილო” საქართველოვ!!!!!”, – წერს ჩარკვიანი.

ცნობისათვის, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აქციაზე ძვირად ღირებული ბრენდის, ,,ბარბერის” ქურთუკით გამოჩნდა.

იტვირთბა....