მთავარი ციტატა

“ელჩ ბაქრაძეს ვერ გაურკვევია ქვეყნის ელჩია, თუ “ქართული ოცნების” – გიგი უგულავა

“ელჩი ბაქრაძის განცხადება სასაცილოა, რიკერი იმიტომ შეხვდა ოპოზიციას, რომ ან თვითმფრინავზე დააგვიანდა ან ვერ წავიდა. ასეთი ინტერპრეტაცია სასაცილოზე სასაცილოა, ამას საუბრობს ელჩი, რომელსაც ვერ გაურკვევია ქვეყნის ელჩია, თუ „ქართული ოცნების” ელჩი, ყველაზე ცუდი ესაა.”

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

აღნიშნული განცხადებით უგულავა გამოეხმაურა ელჩის კომენტარს: “როცა მაიკ პომპეოს ვიზიტის დეტალები განისაზღვრა, მაშინვე იყო ცნობილი, რომ ბატონი ფილიპ რიკერი ამ პერიოდით რჩებოდა საქართველოში. ასე რომ, ის ახლდა სახელმწიფო მდივანს ევროპასა და ევრაზიაში, შემდგომ როცა ვიზიტი გაგრძელდა ახლო აღმოსავლეთში, ის უბრალოდ დარჩა და აქედან გაბრუნდა ვაშინგტონში. ამიტომ, ეს იყო განსაზღვრული, რომ რიკერი ამ პერიოდით რჩებოდა საქართველოში.”

იტვირთბა....