ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვლევის თანახმად ჭკვიან ადამიანებს მართვის მოწმობის ასაღებად მეტი ცდა სჭირდებათ

დიდ ბრიტანეთში სადაზღვევო კომპანიამ Privilege DriveXpert-მა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ის ადამიანები, ვისაც აკადემიური ხარისხი აქვს მოპოვებული უფრო ხშირად ვერ აბარებენ მართვის მოწმობის გამოცდას, ვიდრე ისინი, ვისაც ხარისხი არ გააჩნიათ.

კვლევის ფარგლებში გამომიკითხა 1564 ადამიანი ვისაც მართვის მოწმობა აქვს და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 59%-ს არ აქვს უმაღლესი განათლება, თუმცა მათ მართვის მოწმობა პირველივე ცდაზე აიღეს. მათ კი, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს, მეტი ცდა დასჭირდათ.

ასევე განსხვავება არის, დიპლომიანებს შორისაც. მათ ვისაც ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში აქვთ მიღებული, 1.9 ცდა სჭირდებათ მართვის მოწმობის მისაღებად, ხოლო ისინი, ვისაც ტექნიკურ მეცნიერებებში აქვს ხარისხი, საშუალოდ 2.3 ცდაში ახერხებენ მიზნის მიღწევას.

საინტერესოა ისიც, რომ ბაკალავრის ხარისხის მფლობელებს უფრო ნაკლები მცდელობა სჭირდებათ მართვის მოწმობის ასაღებად, ვიდრე მაგისტრებს. პირველივე ცდაზე ბაკალავრების მხოლოდ 48%, მაგისტრების შემთხვევაში კი 47% ახერხებს მართვის მოწმობის აღებას.

იტვირთბა....