კორონავირუსის 18 336 აქტიური შემთხვევიდან 869 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში – 423, აჭარაში – 145, იმერეთში – 190. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 377 პირი, მათ შორის, თბილისში – 173, აჭარაში – 115, იმერეთში – 37. 3 518 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 679 – აჭარაში, 1 203 – თბილისში, ხოლო 322 – იმერეთში. 8 985 პირი მკურნალობს ბინაზე.
ცნობისათვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი. 19 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 93 092 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 73 877 გამოჯანმრთელდა, 853 კი გარდაიცვალა.