ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყურადღება მიაქციეთ მაღალ ტემპერატურას, რომელიც დამწევ საშუალებებს არ ემორჩილება” – გოგინავა

რეკომენდაციები, რასაც სახელმწიფო და ექიმები გასცემენ, აუცილებლად დაცული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა რეგულაციების გამკაცრება გახდეს საჭირო – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგონავამ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს ის ღონისძიებები, რაც ახლა ტარდება და საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს ეს ყველაფერი დაცული.

„უნდა გაგრძელდეს ის ღონისძიებები, რაც ახლა ტარდება და საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს ეს ყველაფერი დაცული, ასევე ის რეკომენდაციები რასაც სპეციალისტები მოუწოდებენ ხოლმე. დიდი ალბათობით საჭირო გახდება რეგულაციების გამკაცრება. ამ ეტაპზე საუბარი რთულია. მაგრამ დინამიკაში თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მზარდი იქნება, შესაძლოა გამკაცრება საჭირო გახდეს, ეს არის ჩემი აზრი.რაც დრო გადის ბინაზე უფრო მეტი პაციენტი დარჩება სამკურნალოდ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონვე სწორად შეეძლოთ თავიანთი მდგომარეობის შეფასება. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციონ მაღალ ტემპერატურას, რომელიც არ ემორჩილება დამწევ საშუალებებს. ასევე როდესაც მათ აქვთ მზარდი სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, შებოჭილობის შეგრძნება მკერდის არეში, ისეთი სისუსტე როდესაც გადაადგილებასაც ვერ ახერხებენ, ასეთი მდგომარეობის პაციენტები არიან საყურადღებო და მოითხოვენ სამედიცინო დროულ ჩარევა“, – აღნიშნავს გოგინავა.

იტვირთბა....