ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კოვიდ გადატანილ პაციენტებს გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ჩივილები რამდენიმე თვის განმავლობაში უგრძელდებათ” – ბოჭორიშვილის კლინიკა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრი კოვიდ გადატანილ პაციენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოჯანმრთელებულ პაციენტებს უგრძელდებათ ჩივილები რამდენიმე თვის განმავლობაში.

„ხშირად მოგვმართავენ პაციენტები, რომელთაც უკვე გადატანილი აქვთ sars cov-19 –ეს არის პოტენციურად მძიმე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია,რომლის შემთხვევების 80% გამოჯამრთელებით სრულდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებს მაინც აღენიშნებათ სხვადასხვა სახის სირთულე ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომლებიც საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობასა და მონიტორინგს. ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს უგრძელდებათ ჩივილები რამდენიმე თვის განმავლობაში.

ჩივილები კი შემდეგი სახის გახლავთ: ფსიქოემოციური ლაბილობა, შფოთვა, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი. ეს არის დამოკიდებული თანმხლები დაავადებების არსებობაზე, როგორიცაა: გულის ქრონიკული იშემიური დაავადებები, ქრონიკული თირკმლის უკმარისობა, ბრონქიალური ასთმა, იმუნოკომპეტენტური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. ამიტომ პაციენტს ესაჭიროება სარეაბილიტაციო პერიოდი”, – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

იტვირთბა....