ახალი ამბები ბანკები ბიზნესი მთავარი

“ვითიბი ბანკის” აქტივებმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა

2020 წლის 10 თვის შედეგებით, “ვითიბი ბანკის” აქტივებმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, შესაბამისად წლის დასაწყისიდან ბანკის აქტივების ზრდამ 22.6% შეადგინა.

მიმდინარე წლის განმავლობაში მთლიანი საკრედიტო პორტფელი 18.8%-ით გაიზარდა, ხოლო დეპოზიტების ზრდამ 28.5% შეადგინა. ბანკის საოპერაციო მოგება 31  მილიონი ლარით განისაზღვრა რაც 47.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ამ პარამეტრით ვითიბი ბაზრის ლიდერთა სამეულშია.

აქტივების მიხედვით “ვითიბი ბანკი” ბაზარზე მე – 4 ადგილზეა, ასევე საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის მოცულობებით უმსხვილესი ბანკების ოთხეულშია.

გამომწერი

იტვირთბა....