ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთის სენატი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს

საფრანგეთის სენატი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ დოკუმენტი საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აღსანიშნავია, რომ სენატის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის, ის შეასრულოს.

მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს საფრანგეთი, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ქვეყანა, ჩართული იყო მოლაპარაკების პროცესში.

საკითხის განხილვა 25 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.

მოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.

იტვირთბა....