ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავი-თბილისის გზატკეცილზე ავარია მოხდა

თელავი-თბილისის გზატკეცილზე ავარია მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.

თვითმხილველების თქმით, მას მანქანა მოუცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რა დროსაც ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სახანძარო – სამაშველო ბრიგადები.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ფოტოს ავტორი: კახაბერ კუპატაძე

იტვირთბა....