“როცა პომპეო დაინახავს, რომ ამდენი ადამიანი იბრძვის თავისუფლებისთვის და გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, ამას ექნება ძალიან კონკრეტული შედეგი, ამას დაინახავს მთელი მსოფლიო.”
ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვიზიტით საქართველოში ეწვია. პომპეომ ქვეყანა დატოვა, თუმცა მისი მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.