ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ლარი შედარებით გამყარდა – რამდენად იყიდით ხვალ 1 აშშ დოლარს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 19  ნოემბრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა.

1 აშშ დოლარი ხვალ 3.2919 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.3021 ლარი ღირდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ასევე, შედარებით გამყარდა. 1 ევრო ხვალ 3.9098 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9209 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 ნოემბრისთვის ამოქმედდება.

იტვირთბა....