ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” დაიწყო.

როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადეს, ისინი არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

შეხვედრას იმ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები ესწრებიან, რომლებიც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრებს ესწრებიან.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. პომპეომ უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.  ასევე, სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. ამასთან, მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

იტვირთბა....