ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს სახლში წასასვლელად ემზადებოდა” – ბათუმში კოვიდინფიცირებული ექიმი მოულოდნელად გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 62 წლის ექიმი გარდაიცვალა. ცნობილი ხდება, რომ ექიმი რვა დღის განმავლობაში იწვა სტაციონარში და მკურნალობის კურსი უკვე დამთავრებული ჰქონდა, თუმცა, მოულოდნელად მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გიორგი კიკაბიძე აცხადებს, გუშინ ანალიზებმა კარგი შედეგები აჩვენა და დღეს სახლში წასასვლელად ემზადებოდა, თუმცა, დაფიქსირდა გულის უეცარი გაჩერება:

“კლინიკას დააკლდა კაცი, რომელიც პირველივე დღიდან ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში იყო ჩართული. 8 დღის განმავლობაში ჩვენთან მკურნალობდა, იმყოფებოდა თერაპიურ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა სავსებით სტაბილური იყო, თვითონაც აკონტროლებდა მდგომარეობას, მკურნალობის კურსი დამთავრებული ჰქონდა, თითქმის დამთავრებული, იმიტომ, რომ გუშინდელ ანალიზებში ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში, რაც ყველა ჩვენგანისთვის იყო სასიხარულო.

თვითონაც აღნიშნავდა, რომ დღეს უნდა წასულიყო სახლში, მაგრამ სამწუხაროდ, გამთენიისას მისი მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, არავინ არ ველოდებოდით, პალატაში მყოფმა მოასწრო დარეკვა კოლეგებთან, მობილიზებული იქნა მთლიანი რეანიმაციული გუნდი, გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში, გულის უეცარი გაჩერება დაფიქსირდა, მიუხედავად ღონისძიებებისა, ვერ მოხერხდა მისი გარადარჩენა” – განაცხადა მან.

იტვირთბა....