“ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს კონკრეტულ ტელევიზიაში, გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზება გაჟღერდა „რუსთავი 2“-ზე, მზად ვართ, მათ მივანიჭოთ ერთგვარი ექსკლუზივი დებატების ორგანიზების. შეგვიძლია დავსხდეთ კონკრეტულ ტელევიზიაში და მშვიდ გარემოში ერთად გავცვალოთ არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო რაიმე არსებითი ხარვეზები გამოვლენილი არჩევნებში.”
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი
ამის შესახებ კობახიძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი ოპოზიციის ლიდერებს კლასიკურ დებატებს სთავაზობს, რათა სიმართლე დადგინდეს.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს აცხადებენ. უარს ამბობენ მეორე ტურში მონაწილეობაზეც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდება.