ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციას ვურჩევ, მათკენ მიმართული გზავნილებიც ისეთივე მონდომებით წაიკითხოს, როგორც ხელისუფლებისადმი გზავნილებს არჩევს” – ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას აზიარებს და ოპოზიციას მიმართავს.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის სააკაშვილთან სანიტარული კორიდორის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ეს განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა არჩვნებამდე ორი კვირით ადრე გააკეთა.
ოპოზიციას ვურჩევ, მათკენ მიმართული გზავნილებიც ისეთივე მონდომებით წაიკითხოს, როგორც ხელისუფლებისადმი გზავნილებს არჩევს.

გაითვალისწინეთ ყველამ (ვისაც ეხება, ყველას არ ეხება), ვინც სააკაშვილის უმსგავსობას უყრუებთ, კერპის ახირებების მძევლები ხართ და მასთან დაპირისპირებას “კინკლ’აობად” მოიხსენიებთ, რომ რამენაირად ამ ყველაფერზე “მაღლა დადგეთ”.

ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის სააკაშვილთან სანიტარული კორიდორის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ივანიშვილის დამარცხება გაჭიანურდება იქამდე, სანამ სააკაშვილის და მისი ლაქიების გავლენისგან სრულიად თავისუფალი დემოკრატიული ოპოზიცია არ გაძლიერდება, რომელიც საქართველოს მომავალს ძალაუფლებაზე შეშლილი მეგალომანიაკებისგან დაიცავს”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ისურვებდა, დასრულებულიყო ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს შექმნან დაპირისპირება და დათესოს დაბნეულობა ქვეყანაში.

იტვირთბა....