ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი მარშრუტები ემატება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ხვალიდან ახალი მარშრუტები ემატება. 12-მეტრიანი ავტობუსები და მიკროავტობუსები კრწანისის რაიონის მოსახლეობას მოემსახურება.

N345 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგ მარშრუტზე: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსი – კ. აფხაზის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – ი. ჭავჭავაძის გამზირი – ბაგებში არსებული სტუდქალაქი; საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N346 გადაადგილდება: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი მე-19 კორპუსიდან – ვარკეთილის მიმართულებით, „ჰუალინგის“ დასახლებამდე.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ქვემო ფონიჭალაში ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ:

საუბნო მარშრუტი N409 მოძრაობას ფონიჭალიდან დაიწყებს და რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსთან დაასრულებს; N410 მიკროავტობუსი გადაადგილდება თავისუფლების ქუჩიდან რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსამდე; საუბნო მარშრუტი N411 მცხეთელის ქუჩიდან რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსამდე იმოძრავებს.

აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსები ძირითადი საქალაქო საავტობუსე ხაზის მკვებავ მარშრუტებს წარმოადგენენ. ისინი მგზავრებს სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარებიან.

იტვირთბა....