ფოთში, 6–ბალიანი შტორმის შედეგად, ქარბორბალამ მრავალსართულიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების სახურავები დააზიანა. “მეტრონიმი“ ფოთის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ქალაქის მერი ირაკლი კაკულია პირადად იყო გასული დაზიანებულ ადგილებზე. საბედნიეროდ, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია,უბრალოდ მოსახლეობას მატერიალური ზარალი მიადგა, რომელსაც სახელმწიფო და ფოთის ბიუჯეტი ერთობლივად აანაზღაურებს.
“მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები. მერიის სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. შექმნილია საგანგებო შტაბი და მობილური ჯგუფები, რომლებიც ქალაქის მთელ პერიმეტრზე საკონტროლო მონიტორინგს აწარმოებენ” – განუცხადეს “მეტრონომს” ფოთის მერიაში.