ახალი ამბები მთავარი ჩვენი სტატიები ჯანდაცვა

„საქნახშირის 144 თანამშრომლის ინფიცირების გამო, ტყიბულში ვითარება საყურადღებოა“, – მადონა ქასრაძე

„საქნახშირის 144 თანამშრომლის ინფიცირების ფონზე, ტყიბულში ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღბოა“, – ამის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექრორმა, მადონა ქასრაძემ „მეტრონომს“ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, „საქნახშირის“ თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ.

ცნობისთვის, საქნახშირის 1170 თანამშრომლიდან, 144-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც „მეტრონომს“ კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, ინფიცირებულთა შორის არიან როგორც მეშახტეები, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

„საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, „საქნახშირი“ პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას და აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. 13 ნოემბერს, PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა (დასაქმებულია 1170 ადამიანი). ამ დროისათვის ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს.

თამთა ქარქაშაძე

„საქნახშირის“ შახტებში და მიწისზედა კომპლექსში Covid 19-ის სადეზინფექციო სამუშაოები არ შეჩერებულა. აღნიშნულ ღონისძიებებს ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს. „საქნახშირის“ თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ“, – აცხადებენ „საქნახშირში“.

იტვირთბა....