ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქტიური ინფიცირებული შემთხვევებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 332 პაციენტია შეერთებული

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა  16 219-ს შეადგენს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 332 პირი იმყოფება.

“ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219.  5 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 630, აჭარაში – 911, იმერეთში – 1 142. მძიმე პაციენტი გვყავს 740, მათ შორის, თბილისში – 378, აჭარაში – 137, იმერეთში – 115. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 332 პირი, მათ შორის, თბილისში – 132, აჭარაში – 117, იმერეთში – 24” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3,117 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 85 952-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა 778 ადამიანი. 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3,638 პაციენტი და საერთო რაოდენობა 68 929-ს შეადგენს.

იტვირთბა....