ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყება აღნიშნულ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის. ამის შესახებ მან ,რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

,,ძალიან სამწუხარო ფაქტია. შევისწავლით ამ შემთხვევას, საყურადღებოა და სამინისტრო შესაფერის რეაგირებას მოახდენს, იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დიალიზზე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 230, გარდაიცვალა 30 ადამიანი.

იტვირთბა....