ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება” – გამყრელიძე განმარტავს, იგეგმება თუ არა ქალაქების ჩაკეტვა

„ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს, ხვალ კიდევ. კიდევ უფრო გამკაცრდება ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები, თუ რა, წინასწარ ვერ გეტყვით. არ განიხილება ისეთი სრული ჩაკეტვა, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში, სამი თვის განმავლობაში. განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომელიც ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება, თუმცა მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია აღსრულება.“

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

იტვირთბა....