ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: ახალი გეგმა ეუბნება სკოლებს, საერთოდ დაივიწყონ დაზუთხვა

„ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებსაც გვიწევდა გარკვეული ინფორმაციის დაზეპირება, მაგრამ როგორ გამოვიყენებდით ამ ცოდნას ცხოვრებაში, ეს არ გვქონდა გააზრებული“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე განათლების რეფორმა მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზეა ორიენტირებული და არა დაზეპირებაზე.

„ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებსაც გვიწევდა გარკვეული ინფორმაციის დაზეპირება, მაგრამ როგორ გამოვიყენებდით ამ ცოდნას ცხოვრებაში, ეს არ გვქონდა გააზრებული. მუდმივად ვამბობთ იმას, რომ დღეს განათლების სისტემა ახორციელებს რეფორმას და მუდმივად არის კრიტიკა – რა ვერ განახორციელესო. რეფორმა სწორედ ეს არის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რაზეც დგას ზოგადი განათლება და სწორედ ეს ახალი გეგმა ეუბნება სკოლებს, რომ საერთოდ დაივიწყეთ დაზუთხვა. ის წიგნები, რომლებიც იბეჭდება და საჩუქრად გადაეცემა მოსწავლეებს, შეგიძლიათ გადადოთ და არ გამოიყენოთ. აქამდე თუ იყო, რომ დავუშვათ მეოთხე კლასში, ერთი წლის შემდეგ რა შედეგზე უნდა გასულიყვნენ და ბავშვმა იცოდეს ეს, ეს და ეს – არა. ახლა არის მაგალითად 4 წლის შემდეგ, 6 წლის, 9 და 12 წლის შემდეგ რა უნდა იცოდეს, რა ცოდნა უნდა დაიგროვოს ადამიანმა. ოღონდ ეს ცოდნა, ესეც არის კომპლექსური აზროვნება, ანუ თითოეული თემა განიხილოს, გაიშალოს და ცხოვრებაში გამოიყენოს. აი ამას ნერგავს დღეს განათლების სისტემა“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

იტვირთბა....