„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, 21 ნოემბრის აქციის ზუსტი დიზაინი ჯერ ზუსტდება და ცნობილი არ არის.
მისივე თქმით, ქალაქში იმოძრავებენ ავტოკოლონები და მოქალაქეებს, რომ მეორე ტური იგივენაირი სიყალბეა, რაც პირველი ტური.
„სხვადასხვა ტიპის აქცია იქნება. ვფიქრობ, იქნება ავტოკოლონები, რომლებიც ქალაქში იმოძრავებენ, შეახსენებენ მოქალაქეებს, რომ მეორე ტური იგივენაირი სიყალბეა, რაც პირველი ტური. თუმცა ეს დიზაინი როგორი იქნება, 18 ნოემბრის მერე განვსაზღვრავთ“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.