“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ე.წ. სირცხვილის დერაფანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“სრულიად ვეთანხმები ყველას, ვისაც თუნდაც ოცნების ამომრჩევლისთვის (იდეაც რომ იყოს) სირცხვილის დერეფნები არ მოსწონს.
სირცხვილის დერეფნები გაკეთებული ჰქონდათ ე.წ კრიმინალირ ელემენტებს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. ყველას იწერდნენ, ატერორებდნენ..
ჩვენ ამ არჩევნების მეორე ტურში არ გავდივართ. ოცნების კანდიდატებს გადაწყვეტილი აქვთ ისევ შეაწუხონ ხალხი, იძალადონ, მიიყვანონ.
მეორე ტურები არ არსებობს – ეს უნდა გავითავისოთ!!!
ოცნების ამომრჩეველს კი უნდა ვესაუბროთ ბევრი რომ არჩევნები მათაც მოპარეს და რატომ არის ბიძინა დიდი კატასტროფა ქვეყნისთვის..”, – წერს დეკანოიძე.