„მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტიამ უნდა გავაცნობიეროთ, რა გვაქვს საერთო და არა ის, რაც განგვასხვავებს. მიხეილ სააკაშვილმა მარტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის პირობებში უნდა, შეუძლია და აპირებს თუ არა ჩამოსვლას ქვეყანაში და მეორე საკითხია, ამ გადაწყვეტილებას მის ნაცვლად ვერ მიიღებს ვერც გიგი უგულავა, ვერც მისი გულანთებული მომხრე და ვერც მოძულე. ეს არის მისი პირადი გადასაწყვეტი და მოდით, ამ გადაწყვეტილებას სხვის მხრებზე ნუ გადავიტანთ.”
გიგი უგულავა – “ევროპილი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“პალიტრანიუსი”
რაც შეეხება სააკაშვილის ჩართვას აქციებზე, უგულავას თქმით, „აქციებზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ.