ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვინ არის თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული? – რა მოხდა თაკო ჩარკვიანის თანაპარტიელის სახლში?

სამართალდამცავებმა თემქის დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. შესაბამისი უწყების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 40 წლამდე მამაკაცი, ვინმე ნიკა ნარიმანიძე გახლავთ.

არსებული ინორმაციით, ნარიმანიძეს ბრალად ედება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 36 წლის მიშო მელიქიშვილის განზრახ მკვლელობა და ასევე მისი მეგობრის, ლევან შაბურიშვილის მკვლელობის მცდელობა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ნიკა ნარიმანიძე გახლავთ. ნარიმანიძის „ფეისბუქ“ აქტივობით ცნობილი ხდება, რომ ასევე ჩართული იყო ოპოზიციურ მოძრაობაში, ძირითადად შრომითი უფლებების მიმართულებით.

ამასთან, მკვლელობაში ბრალდებული „ლელოს“ აქტიური მხარდამჭერია. ის საკუთარ „ფეისბუქზე“ აზიარებდა ინფორმაციებს მისი მეგობრის, პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის, გიგლა მიქაუტაძის აქტივობების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ თემქის დასახლებაში მოკლული მამაკაცი და ყელის არეში დაჭრილი ლევან შაბურიშვილი თაკო ჩარკვიანი პარტიის „კანონი და სამართლის“ წევრები იყვნენ.

 

იტვირთბა....