ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

როგორც “თერჯოლამედის” დირექტორი მედიასთან აცხადებს, კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტიდან სამი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.

მისივე თქმით, 60-დან 80-წლამდე მამაკაცებს, სხვა თანმდევ დაავადებებთან ერთად გულის პრობლემაც ჰქონდათ. მათი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება, მე-4 პაციენტს, კლინიკის დირექტორისთ თქმით, 92 წლის მამაკაცი კლინიკაში ზუგდიდიდან იყო შეყვანილი. ის კლინიკაში შეყვანიდან ნახევარ საათი დაიღუპა. მასაც თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს,  საქართველოში, კორონავირუსის 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....