ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან  3 163 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა   58 674-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა  17 289 შეადგენს. საკარანტინე სივრცეში  2 425 ადამიანია გადაყვანილი. – განაცხადა ბრიფინგზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 76 658-ს.

იტვირთბა....