ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში, კორონავირუსისგან 33 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 33 ადამიანი გარდაიცვალა. – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, 33 გარდაცვლილიდან 10 თბილისში მკურნალობდა.

კოვიდინფიცირებისგან გარდაცვლილთა სტატისტიკა კი რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება.

თბილისში – 10.

აჭარაში – 7.

იმერეთში – 10.

ქვემო ქართლში – 1.

შიდა ქართლში – 2.

კახეთში – 1.

მცხეთა-მთიანეთში – 1.

სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი.

ცნობისთვის, საქართველოში, 2020 წლის, 26 თებერვლიდან დღემდე კოვიდინფიცირებისგან  669 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ დღეს,  საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....