ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გასათვალისწინებელია იმ ამომრჩეველთა ინფორმირება, რომლებმაც საკუთარი არჩევანი სტაციონარებსა და საავადმყოფოებში უნდა დააფიქსირონ” – გიორგი აბაშიძე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით გასათვალისწინებელია იმ ამომრჩეველთა ინფორმირება, რომლებმაც საკუთარი არჩევანი სტაციონარებსა და საავადმყოფოებში უნდა დააფიქსირონ.

როგორც აბაშძემ “ღამის კურიერთან” საუბრისას აღნიშნა, რატომ არის აუცილებელი მაინცდამაინც დღეს შუალედური ოქმის შეჯამება, როდესაც კიდევ დარჩენილია სამი დღე.

“თქვენ თუ გადახედავთ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგს, მეორე ტურების დანიშვნის აქტიდან, რომელიც აუცილებლად უნდა უძღოდეს შემაჯამებელი ოქმის შედგენა, ჩვენ დღეს მივიღეთ უამრავი დადგენილება, რომელიც უკავშირდება პროცედურებს, ბიულეტენების ბეჭდვას, ასევე იმ საშუალების შექმნას, როგორც პირველი ტურისას, სტაციონარში, საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულმა ამომრჩეველმა შეძლოს საკუთრი კონსტიტუციური უფლების რეალიზება მეორე ტურისთვის.

19 ნოემბერს ჩვენ ეს რომ გაგვეკეთებინა, როგორ უნდა მოგვესწრო ბიულეტენების ბეჭდვა, როგორ უნდა მოგვესწრო ამომრჩევლის ინფორმირება, როგორ და რა წესით აძლევენ ისინი ხმას, სტაციონარებში, საავადმყოფოებში და ა.შ.

ყველა წინა არჩევნებზე, სადაც მეორე ტური იყო საჭირო, ძალიან ბევრად ადრე, ვიდრე მე-19 დღეა და მე-19 დღემდე წერია, ანუ არა უგვიანეს მე-19 დღისა ამ კოდექსში, რაც აბსოლუტურ უფლებამოსილებას აძლევს საარჩევნო ადმინისტრაციას, მეტიც, ეს არის კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, როცა ყველა ჩართულმა მხარემ, მათ შორის, ყველაზე მთავარმა ბენეფიციარმა, ამომრჩეველმა, ზუსტად იცის, სად, როგორ დ რა პირობებით მისცემს მეორე ტურში ხმას,“ – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

იტვირთბა....