მცხეთის რაიონულ სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართელემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები – ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი დამნაშავედ ცნო.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო, არასრულწლოვნების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა, არაუმეტეს შვიდი დღის განმავლობაში, კიდევ ერთი სასამართლო სხდომა ჩაინიშნება, სადაც მოსამართლე სასჯელის შეფარდებაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა ხოლო, 17 პირიდან 6 მათგანი არასწრულწლოვანი, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. გამოძიება ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.