ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამიხარდა, რომ რობერტ სტურუა სტადიონზე არ იყო – იქ მხოლოდ მისი სპექტაკლების პერსონაჟები ყოფილან” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი,  გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელის საშუალებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას მატჩზე დასწრების შესახებ წერს.

“გამიხარდა, რომ რობერტ სტურუა არ ყოფილა სტადიონის ტრიბუნაზე და ბოდიშს ვუხდი. იქ მხოლოდ მისი სპექტაკლების პერსონაჟები ყოფილან…” – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

მანამდე კი რობერტ სტურუამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ 1981 წლიდან ფეხბურთზე არ დადის.

NAZIსტებოჭორიკნებო, თახსირებო! 12 ნოემბერს ფეხბურთზე არ ვყოფილვარ!  დაღლილს მეძინა! 1981 წლიდან ფეხბურთზე არ დავდივარ“,- წერს რობერტ სტურუა.

ცნობისთვის, საქართველო ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რობერტ სტურუა მატჩს ტრიბუნაზე ესწრებოდა.

იტვირთბა....