ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვისაც არ მოეწონა ცივი წყალი დალიოს” – ზურა ყიფშიძე მატჩის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

“ვის არ მოეწონა? ცივი წყალი დალიოს, რა ვქნა ახლა“, – აღნიშნული განცხადებით მსახიობი, ზურა ყიფშიძე “დაიჯესტთან” საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე დასწრებასთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტს გამოეხმაურა.

როგორც მსახიობი გამოცემასთან აცხადებს, ის თამაშს „პირველი არხის“ თანამშრომლის სტატუსით ესწრებოდა.

მისივე განმარტებით, მას დინამოს სტადიონზე მთავრობის წარმომადგენლები არ უნახავს.

„მატჩს ვესწრებოდი, როგორც სტუმარი და როგორც „პირველი არხის“ თანამშრომელი“. -არ ვარ სპორტულ ჟურნალისტიკაში, უბრალოდ მიმიწვიეს, როგორც სტუმარი. მთავრობის წარმომედგენლები იქ არ მინახავს, არც მივსალმებივარ. საერთოდ არ დამინახავს ისინი. ასე, რომ ცრუ ინფორმაცია გაქვთ თქვენ. მოკლედ, სტუმარი ვიყავი და თან „პირველი არხიდან“. რომც არ ვყოფილიყავი, „პირველარხელი“ და ვყოფილიყავი სტუარი, რა არის რო? მე, გამომიგზავნეს საშვი, ტელევიზების მუშაკებს აძლევნ საშვებს. რა არ მოეწონა? ვის არ მოეწონა? ცივი წყალი დალიოს, რა ვქნა ახლა“, – განაცახადა ზურა ყიფშიძემ.

ცნობისთვის, 12 ნოემბერს  საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. თამაში დინამო არენაზე გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების პრავანციის მიზნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა.

 

იტვირთბა....