ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის გარდაცვლილი თავჯდომარის მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს

“ტელეფონზე დაახლოებით ღამის 4-5 საათისთისთვის მიპასუხა, აღელვება არ შემიმჩნევია,” – ამის შესახებ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მეუღლე ადვოკატთან საუბრისას აცხადებს. აღნიშნული ჩვენება “მთავარმა” მოიპოვა.

ამასთან, ამ დრომდე გარდაცვლილი თედო გობეჯიშვილის მეუღლე მარიამ ნათაძე საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ დაუკითხავთ.

„გვიან სახლში არ დაბრუნდა, ამის გამო ვურეკავდი. რამდენიმე ზარზე არ მიპასუხა, მიპასუხა დაახლოებით ღამის 4-5 საათისთისთვის 7 ნოემბერს. მითხრა, რომ იყო აკაკი კობალაძის ოჯახში მის მეუღლე სოფოსთან ერთად და მალე მოვიდოდა. ტელეფონზე საუბრისას არანაირი აღელვება არ შემიმჩნევია, პირიქით, იყო კარგ განწყობაზე. სახლში დაბრუნდა დაახლოებით 9 საათისთვის, რა დროსაც მე ფაქტიურად ძილში ვიგრძენი, რომ სახლში შემოვიდა. მე ამ ადამიანებს ვიცნობ ჩემი მეუღლის უახლოეს მეგობრებად და მსგავსი დანაშაულის ჩადენას მათ მიერ ვერც წარმოვიდგენ“, – ნათქვამია მარიამ ნათაძის ჩვენებაში.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ თედო გობეჯიშვილზე ზეწოლასა და შანტაჟის ბრალდებით აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავა.

იტვირთბა....