ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არჩევნების შედეგებში 4%-იანი ცდომილება დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს” – ევროპარლამენტარი

“აუცილებელია, ყველა საჩივარი სერიოზულად იქნას განხილული და ქვეყანამ არსებული გამოწვევა დიალოგის მეშვეობით გადაჭრას,” – აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში” საუბრისას გააკეთა.

როგორც კუბილიუსმა ISFED-ის მიერ საარჩევნო ოქმებში გამოვლენილ დისბალანსზე საუბრობრისას აღნიშნა, არჩევნების შედეგებში 4%-იანი ცდომილება დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს.

“ISFED-ის განცხადების ციტირებას ვაკეთებ, რომ დაახლოებით 8% იყო მათ ოქმებში განსხვავება ციფრებს შორის, რამდენი ბიულეტენი იყო არჩევნების შემდეგ მიღებული და რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და ცდომილება 4%-მდე ადის. 4% საქართველოში პროპორციულ სისტემაში საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ამერიკაში 1 პროცენტიც კი ძალიან დიდ განსხვავებას ქმნის და ძალიან ბევრი დისკუსიები მოსდევს ამას, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს სხვადასხვა შტატებში. საქართველოში 4%-ზეა საუბარი, ეს საკმაოდ დიდ კითხვის ნიშანს ბადებს და არჩევნების რეალურ შედეგებზე კითხვის ნიშნებს სვამს. მინდა, რომ ყველა საჩივარი განხილულ იქნას ძალიან სერიოზულად და დიალოგის მეშვეობით საუკეთესო გადაწყვეტილება იქნას მოძიებული, თუ როგორ დაძლიოს საქართველომ ეს გამოწვევა”, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

იტვირთბა....