ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სად ხართ ექიმები?” – როგორ მართავს თბილისის მერია რიგებს მეტროებთან

“კალაძის მოფიქრებულმა წინაღობამ უარესი შედეგი გამოიღო, სად ხართ ექიმები რატომ არ აპროტესტებთ,” – ამის შესახებ მოქალაქე გიორგი შალიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს წერს და თან ახმეტელის მეტროს მიმდებარედ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

“მეტროს შესასვლელი, დილის 9:30. კალაძის მოფიქრებულმა წინაღობამ უარესი შედეგი გამოიღო, სად ხართ ექიმები რატო არ აპროტესტებთ კორონა გამრავლდებაო, ან ქოცები სად ხართ აქციებზე მოიმატებს ინფიცირებაო, აქ არ მოიმატებს კორონა? თუ კალაძის ნამოქმედარზე არ იმატებს”. – წერს გიორგი შალიკაშვილი.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 6 ნოემბრიდან მეტროში რიგები კონტროლდება. მერიის პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.

იტვირთბა....